ახლაგორის რაიონში შესასვლელად დღეიდან რ&#4323

ახლაგორის რაიონში შესასვლელად დღეიდან რუსეთის ვიზაა საჭირო.

როგორც ’’აფხაზეთის მედია-ცენტრს’’ ახალგორის რაიონის ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ აცნობა, რამდენიმე დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ვინც აღნიშნულ რაიონში არ არის ჩაწერილი, მათ შესასვლელად რუსეთის ვიზები უნდა წარადგინონ.

წყაროს ინფომაციით, დღეიდან რაიონში საქართვლოს მოქლლაქეები შესვლას და ნათესავების მონახულებას მხოლოდ რუსეთის ვიზის საშუალებით შესძლებენ.

შეგახსენბთ, რომ ამ დროისთვის ახლაგორის რაიონი კვლავ რუს ოკუპანტებსა და ოს სეპარატისტებს აქვთ ოკუპირებული, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ 6-პუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში საქართვლოს ტერიტორიდან საოკუპაციო ჯარების გავყვანის ვალდებულება აიღო.

Поделиться :