საქართველოს საკითხზე დღეს ევროკავშირის &#4315

საქართველოს საკითხზე ევროკავშირი დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებს. ამჯერად, შეკრება საფრანგეთში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება.

არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერის მიწვევით ქალაქ ავინიონში ჩატარდება, მინისტრები საქართველოს ჰუმანიტარული დახმარებით მომარაგების საკითხებსა და ქვეყანაში დამკვირვებლების გაგზავნის ვადებზე იმსჯელებენ.

დღესვე გაირკვევა, როდის ჩამოვლენ ევროკავშირის დამკვირვებლები საქართველოში. შეგახსენებთ, რომ კონფლიქტურ რეგიონებში მისიის გაგზავნის გადაწყვეტილება ევროკავშირმა ბრიუსელის სამიტზე მიიღო.

საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებსა და მომავალ კვირას მოსკოვში დაგეგმილ სარკოზისა და მედვედევის შეხვედრაზეც ისაუბრებენ. მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის მომავალ სამიტსაც შეეხებიან, რომელიც 14 ნოემბერს ნიცაში გაიმართება

Поделиться :